17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე სასამართლო რეფორმა - ამ თემებზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ვაშინგტონს ის გეგმები გააცნო, რომელიც მომავალ არჩვენებამდე გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

„გვქონდა საუბარი იმ გეგმებთან დაკავშირებით,რომელიც ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მომავალ არჩევნებამდე. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები არის ის შეფასება და ანალიზი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავიაზროთ რა უნდა გაკეთდეს უკეთესად, რა იყო ხარვეზები“-ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები