იმედი მაქვს გამოძიება სწრაფად დაადგენს დამნაშავეებს და დააკავებენ - იუსტიციის მინისტრი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ მსგავსი კადრების გავრცელება მიზნად ისახავს ქალების ტერორს. წულუკიანი ფიქრობს, რომ არც ბესელია და არც ამგვარი ფაქტის მსხვერპლი არც ერთი ადამიანი არ გაჩერდება და არ დაყრის ფარ-ხმალს.
წულუკიანი თვლის, რომ ვისზეც არ უნდა გავრცელდეს მსგავსი შინაარსის კადრები, ეს საყოველთაო დაგმობისა და პროტესტის საგანი უნდა იყოს.
„ვისზეც არ უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი, იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი, თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას.
მე პირადად ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება და მიზნად ისახავს ქალზე ტერორს და როგორც ითქვა კიდეც, მორალური ტერორის მცდელობას, რა თქმა უნდა, ვგმობ, მაგრამ მინდა აქვე დავსძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს.ქალია რის ძლიერი და ვინც ამას ავრცელებს მინდა რჩევა მივცე, იფიქროს სხვა რამეზე აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული და მე იმედი მაქვს ამ ადამიანებს მალე მიაკვლევს გამოძიება და მართლმსაჯულებაც განხორციელდება,"-განაცხადა წულუკიანმა.