17 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
"ვერავინ გაბედავდა ამას ივანიშვილის დაკვეთის გარეშე" - ხათუნა სამნიძე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

ვერავინ გაბედავდა ამას ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის გარეშე - "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს დეპუტატის დატერორების მცდელობად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ კადრების გასაჯაროება ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.

სამნიძის თქმით, სწორედ ივანიშვილის ხელწერაა ასეთი მეთოდებით გაანადგუროს ადამიანი. მისივე განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა, სწორედ არასასურველი პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ბრძოლაა.

„ვერ იღებს პასუხისმგებლობას ეს ხელისუფლება იმაზე, რომ გამოიძიოს საკითხები და დამნაშავეები დასაჯოს, ეს არის ტერორი, რომელსაც ახორციელებს ეს ხელისუფლება და ამას ვერავინ გაბედავდა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის გარეშე.

"ეს არის მისი მეთოდები გაანადგუროს ადამიანი, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქაა ამ ხელისუფლების ყველა პრემიერისგან გვახსოვს, რომ პირადი ღირსების საქმედ იხდიდა ყველა, რომ გამოეძიებინათ ეს საქმე, მაგრამ პირადი ღირსების საქმე კი არა პირიქით, ბიძინა ივანიშვილის მითითებითა და დაკვეთით არიან დაკავებულია მით ხელისუფლების წარმომადგენლები,“-ამბობს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები