სკოლის დამამთავრებელი გამოცდები როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს მოეხსნებათ - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
მამუკა ბახტაძის თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს. აქვე, მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებელში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი ამოქმედდება 2020 წლიდან,“ - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერი ცვლილებების მიზეზებზე საუბრობს. ბახტაძის თქმით, მთავრობის მიზანს სკოლა და მისი ფუნდამენტის გაძლიერება წარმოადგენს.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა," - განაცხადა პრემიერმა.