17 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
სოფელ იყალთოსა და რუისპირში საფლავები გაძარცვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოსა და რუისპირში 10-ზე მეტი საფლავი გაძარცვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია ალუმინის მოაჯირები და ბრინჯაოს ნაკეთობები.

მათი თქმით, მომხდარის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს და პოლიციას დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ორი პირი, ცოლ-ქმარი, ებიტოვები დააკავეს.

მოგვიანებით  სამართალდამცველებმა დაკავებული ქალი გაათავისუფლეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები