17 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
"ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით... ჩვენს ქმედებებზეა დამოკიდებული, როგორ სივრცეში ვიცხოვრებთ ყველა"- ილია მეორის მილოცვა კირილს

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვშია. ორი მღვდელმთავარი და ერთი დეკანოზი რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილებს.

ამავე შეხვედრაზე მეუფე ანდრია გვაზავასთან და ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგთან ერთად, იმყოფებოდა მიტროპოლიტი ილარიონი ალფეევი. სწორედ ის სასულიერო პირი, რომელიც საქართველოს ეკლესიას დაემუქრა.

ალფეევმა შეახსენა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მაშინ, თუკი საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებდა.

რუსული ეკლესიის მუქარის პარალელურად, ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის წევრმა, მეუფე ანდრია გვაზავამ, პატრიარქ კირილს საქართველოს პატრიარქის მისალოცი წერილი წაუკითხა.

„ათი წელი გავიდა მას შემდეგ რაც თქვენ ღვთის ჩანაფიქრით პირველი იერარქის ჯვარს ატარებთ. ამ ხნის განმავლობაში და თქვენი ცხოვრების მანძილზე თქვენ დიდი ინტელექტუალური და სასულიერო ძალისხმევა გამოიჩინეთ იმისთვის, რომ წვლილი შეგეტანათ არამხოლოდ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში.

მომავალში, გისურვებთ ნაყოფიერ ღვთისმსახურებას ჩვენ რთულ და მოულოდნელობით სავსე დროში... ყველას განსაკუთრებული გამოწვევა და პრობლემა გვაქვს, მაგრამ ახლა თქვენც, ჩვენც და სრულიად მართმადიდებლური სამყარო აღმოვჩნდით, სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ ქმედებებზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, თუ როგორ სივრცეში ვიცხოვრებთ ყველა.

რაც უფრო დიდია გამოწვევა, მით უფრო დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე“-ნათქვამია წერილში.

ამავე თემაზე
დღის ამბები