ფარულ კადრებთან დაკავშირებით დაკავებულებიდან ერთ-ერთი ზუგდიდელია.
გიორგი ფარცვანიას ოჯახს არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, რატომაა დაჭერილი ახალგაზრდა მამაკაცი.
ოჯახი სამართალდამცველებს შვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.
28 წლის ახალგაზრდას ოჯახი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან. გიორგი ფარცვანია გუშინ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, სწორედ აქედან მოხდა მისი აყვანა.
„გუშინ წასული იყო თბილისში ლუკა ჩხეტიას მხარდამჭერ აქციაზე და სავარაუდოდ იქიდან მოხდა დაკავება. ვფიქრობთ,რომ ალბათ, ეს ბესელიას საქმეს ეხება. არაფერი ვიცით გარდა ამისა, რომ დაკავებულია,“-ამბობს დაკავებულის მამიდა, შორენა ფარცვანია.