22 ივნისი 2024,   00:24
ვრცლად
ტრამპს რუსეთთან ახალი სარაკეტო შეთანხმების გაფორმება სურს

დონალდ ტრამპს რუსეთთან ახალი სარაკეტო შეთანხმების გაფორმება სურს.

განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი მზადაა მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ, რომელიც ძველზე უკეთესი იქნება.

შეერთებული შტატები საშუალო და ახლო რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულებას დღეიდან წყვეტს.

ვაშინგტონმა ხელშეკრულების შესანარჩუნებლად რუსეთს 6-თვიანი ვადა მისცა, თუმცა, ლავროვის უწყებაში მხოლოდ საპასუხო რეაქციით დაიმუქრნენ.

დღის ამბები