22 ივნისი 2024,   00:25
ვრცლად
უსაფრთხოების კამერით გადაღებული ბრაზილიის რკინის მაღაროს ტრაგედია

ბრაზილიაში ერთი კვირის წინ დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი მომენტი უსაფრთხოების კამერამ გადაიღო. ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც რკინის მადნის მაღაროში დამბის ნგრევის პირველი წუთებია ასახული.

ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ფარავს ტალახის მასა მაღაროს მიმდებარე ტერიტორიას და როგორ ცდილობენ მუშები მანქანებით ადგილის დატოვებას.

ტრაგედიას, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 115 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულია.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები