07 მაისი 2024,   14:05
ვრცლად
ხეხილის ბაღი მავთულხლართების გვერდით - საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივმა ბაღი გააშენა

ხეხილის ბაღი მავთულხლართების გვერდით - საოკუპაციო ხაზთან 6 ჰექტარ ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებმა ბაღი გააშენა.

მამუკა მერებაშვილი მიიჩნევს, რომ ორად გაყოფილ სოფელში ახალი ნარგავები საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივებისთვის სოფელში დარჩენის კიდევ ერთი მოტივაცია გახდება.

ფერმერი პროექტ დანერგე მომავალში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გასაშენებლად და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 45 100 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

სოფელ მეჯვრისხევში ვაშლის, ქლიავის და ატმის ბაღი ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში განახლდა.

 

დღის ამბები