22 ივნისი 2024,   00:33
ვრცლად
ყვითელი ჟილეტების აქცია საფრანგეთში ისევ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ყვითელი ჟილეტების აქცია საფრანგეთში ისევ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხმა საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე ქალაქში გამართა. ყველაზე მასშტაბური კი პარიზისა და ნანტეს დემონსტრაციები იყო. პარიზში მომიტინგეები რესპუბლიკის მოედანზე აპირებდნენ შეკრებას რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ნანტეში ყვითელი ჟილეტების მოძრაობის მონაწილეები ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. შეტაკებების შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი. არიან დაკავებულებიც.

დღის ამბები