22 ივნისი 2024,   00:23
ვრცლად
ამ წუთებში კიევში მიტროპოლიტი ეპიფანის ინტრონიზაციის ცერემონია მიმდინარეობს

ამ წუთებში კიევში მიტროპოლიტი ეპიფანის ინტრონიზაციის ცერემონია მიმდინარეობს. საზეიმო ლიტურგია წმინდა სოფიის ტაძარში იმართება. ცერემონიას უკრაინული ტელეარხები პირდაპირი ეთერით გადასცემენ. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის აყსაყდრებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია და უკრაინული დიასპორების იერარქები ესწერებიან. ცერემონიაზე იმყოფება უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და პეტრო პოროშენკო. კიევში, საქართველოდან იმყოფებიან ევროპული საქართველოს წევრები. ინტრონიზაციის თარიღი მიტროპოლიტი ეპიფანის დაბადებისდღეს დაამთხვიეს. სასულიერო პირს დღეს 40 წელი შეუსრულდა.

დღის ამბები