22 ივნისი 2024,   00:32
ვრცლად
ვადამდელი არჩევნები ვენესუელაში - ნიკოლას მადურომ უკან დაიხია

ნიკოლას მადურომ უკან დაიხია და ვენესუელაში ვადამდელი არჩევნების ინიციატივა დააყენა. განცხადება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, მან თავის მომხრეებთან გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა ნიკოლას მადურომ ოპოზიციას კენჭისყრის მიმდინარე წელს ჩატარება შესთავაზა. კონკრეტული თარიღი მადუროს არ დაუსახელებია. დღეს იწურება ულტიმატუმის ვადა რომელიც ნიკოლას მადუროს ევროპელმა ლიდერებმა დაუწესეს. ევროკავშირი საპარლამენტოსთან ერთად რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ევროპელი ლიდერები, შეერთებული შტატები, კანადა და ვენესუელის მეზობელი ქვეყნების დიდი ნაწილი ნიკოლას მადუროს პრეზიდენტად აღარ ცნობს და ქვეყნის ლიდერად ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს აღიარებს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის მხარდასაჭერად კარაკასის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ხუან გუაიდოს ვენესუელის საჰაერო ძალების მეთაურმა გენერალმაც დაუჭირა მხარი. 

დღის ამბები