22 ივნისი 2024,   00:33
ვრცლად
აქცია მადრიდში-ესპანეთის მოსახლეობა ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის ჩატარებას სთხოვს

ესპანეთის მოსახლეობა ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის ჩატარებას სთხოვს. ამ მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია მადრიდში გაიმართა. მომიტინგეები უკმაყოფილო არიან მთავრობის ინიციატივით, მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების მხოლოდ 6 პროცენტიანი მატებაა გათვალისწინებული. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ გაზრდილი ფასებისა და უმუშევრობის ფონზე, 6 პროცენტი არასაკმარისია. პენსიონერების აქციას ტაქსის მძღოლებიც შეუერთდნენ. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, რომ თვითდასაქმებული მძღოლები ტაქსის გამოძახების ონლაინ-სერვისის კომპანიებთან თანაბარ პირობებში ჩააყენონ.

დღის ამბები