22 ივნისი 2024,   00:38
ვრცლად
საპროტესტო აქციები ვირჯინიაში - შტატის აფროამერიკელი მოსახლეობა გუბერნატორის გადადგომას მოითხოვს

ვირჯინია საპროტესტო აქციებმა მოიცვა. შტატის აფროამერიკელი მოსახლეობა გუბერნატორის გადადგომას მოითხოვს. რალფ ნორტემის წინააღმდეგ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიამ მისი სკოლის დროინდელი ფოტოები გამოაქვეყნა და გუბერნატორი რასიზმში დაადანაშაულა.

სკანდალურ კადრებზე გუბერნატორს სახეზე შავი საღებავი უსვია. თავად რალფ ნორტემმა მომხდარის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. გუბერნატორმა განმარტა, რომ ახალგაზრდობაში მაიკლ ჯექსონის ფანი იყო და სახე შავად იმისთვის შეიღება, რომ კუმირს დამსგავსებოდა. მისივე თქმით, ფოტოები კოლეჯში ცეკვის კონკურსის დღესაა გადაღებული, რომელშიც ის ჯექსონის ფორმაში ჩაცმული მონაწილეობდა.
 

დღის ამბები