მიტროპოლიტი ეპიფანი კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპილიტად აკურთხეს. ის პირველი სასულიერო პირია, რომელიც ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებლურ ეკლესიას უხელმძღვანელებს.
აღსაყრდების ცერემონია კიევის წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართა. საზეიმო ლიტურგიას უკრაინული ტელეარხები პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ.
აღსაყდრებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია და უკრაინული დიასპორების იერარქები დაესწრნენ. ცერემონიაზე იმყოფება უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
ინტრონიზაციის თარიღი მიტროპოლიტი ეპიფანის დაბადების დღეს დაამთხვიეს. სასულიერო პირს დღეს 40 წელი შეუსრულდა.