17 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
გაუქმებული გამოცდები - განათლების მინისტრი რეფორმაზე საუბარს გაურბის

განათლების რეფორმა, რომელზეც მინისტრი არ საუბრობს - ორკვირიანი მცდელობის მიუხედავად, მიხეილ ბატიაშვილმა P.S.-ს დაპირებული ინტერვიუ არ მისცა.  განათლების მინისტრმა თავი აარიდა იმ მწვავე კითხვებს, რომელიც საზოგადოების ნაწილს განათლების რეფორმის ახალი ტალღის ფარგლებში, მის მიერ მიღებული ბუნდოვანი გადაწყვეტილებების გამო გაუჩნდა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საატესტატო გამოცდებს წელს მხოლოდ მეთორმეტე კლასელები ჩააბარებენ, 2020 წლიდან კი მეთორმეტე კლასელებს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ. ასევე  ცვლილება უკვე შეეხო იმ მოსწავლეებს რომლებიც წელს მე-11 კლასში არიან. მათ გამოცდები მთლიანად მოეხსნათ. გარდა ამისა, ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნა უნარები, რაც სამინისტროს განმარტებით იმით არის განპირობებული, რომ ის ვერ ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციას.

"ახალი სკოლის მოდელის" მიხედვით მოსწავლეებს ტესტირება არა რაიმე ნიშნის მისაღებად, არამედ სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შესაფასებლად ჩაუტარდებათ. რამდენად გაამართლებს ეს მიდგომა და ზოგადად განათლების ახალი რეფორმა მხოლოდ წლების შემდეგ გამოჩნდება. ყოფილი განათლების მინისტრი გია ნოდია კი მთავრობის მიერ განათლების რეფორმის სახელით უკვე გადადგმულ ნაბიჯებში, საზოგადოების განწყობებზე მანიპულაციის აშკარა ნიშნებსაც ხედავს.

სავარაუდო გათვლა ასეთია: უმაღლესებში იოლად მოხვედრილი 35 ათასი ახალგაზრდა და მისი მშობელი 2020 წლის არჩევნებში ხელისუფლების პოტენციურ მხარდამჭერად მოგვევლინება, რამდენად გაუძლებენ კონკურენციას ასეთი კადრები და შეინარჩუნებენ მადლიერებას შრომის ბაზარზე მოხვედრის შემდეგ გასარკვევი ესაა. შემდეგი საარჩევნო ციკლი ხომ ზუსტად 4 წელიწადში მოდის.

 

  

ამავე თემაზე
დღის ამბები