17 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
„ხანგძლივ პერსპექტივაში ეს არის გარდაუვალი, აღიარება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა"-ბექა მინდიაშვილი

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოს ეკლესიას მოუწევს აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია. ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ეს გარდაუვალი პროცესია.

„ხანგძლივ პერსპექტივაში  ეს არის გარდაუვალი, აღიარება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აღიარებული აქვს ისეთი ავტოკეფალიები  როგორიც არის, პოლონეთის ავტოკეფალია, ჩეხეთის ავტოკეფალია, ან ამერიკის შეერთებული შტატების ავტოკეფალური ეკლესია, სადაც უმცირესობაშია მართლმადიდებელი მრევლი,“-განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

საქართველოსგან აღიარებას ელოდებიან უკრაინელი მღვდელმთავრებიც. დღეს ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ, განცხადებები ამ მიმართებითაც გაკეთდა, თუმცა საგულისხმოა ის, რომ მიტროპოლიტი ეპიფანეს ინტრონიზაციას საქართველოს ხელისუფლების და ეკლესიის წარმომადგენლები არ დასწრებიან. ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ საქათველოს ელჩი უკრაინაში, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები