გერმანელი არქეოლოგი სვენდ ჰანზენისთვის, საქართველო ერთ-ერთი უძვირფასესი განძია, რომელიც მიწის ქვეშ უამრავ საიდუმლოს ინახავს. ჰანზენი საქართველოთია დაინტერესებული. არქეოლოგი წლების განმავლობაში ბოხუმში მუშაობდა, ახლა ბერლინში ცხოვრობს. ის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და საქართველოსთან მჭიდრო კავშირი აქვს. არქეოლოგიით და ბერძნული მითებით ბავშობიდან დაინტერესდა, იმ დროიდან შეიტყო საქართველოზეც.
2005 წლიდან, ბოლნისის რაიონში, არუხლოში გათხრები დაიწყო, რამდენიმე ათეული წლის წინ დაწყებული სამუშაოები განაახლა და წლები მიუძღვნა ნეოლოთური ხანის გამოკვლევას.
სვენდ ჰანზენის მეგობრობა საქართველოსთან მხოლოდ არქეოლოგიური ექსპედიციებით არ შემოიფარგლება. მან საშუალება მისცა ქართველ ახალგაზრდებს დიდი პრაქტიკული ცოდნა მიეღოთ. სტუდენტებზე მუდმივად ზრუნავს, მისი ხელმძღვანელობით უკვე მეორე სტუდენტი მიიღებს დოქტორის წოდებას გერმანიაში.
არქეოლოგი საქართველოს ბედმა ორჯერ განსაკუთრებით შეაშფოთა. 2008 წელს ომის დროს და მაშინ, როდესაც გაიგო რომ საყდრისს აფეთქებას უპირებდნენ. მინიმალური წვლილი მაინც რომ შეეტანა, სასწრაფოდ გააგზავნა წერილი, მაშინდელი კულტურის მინისტრის სახელზე. გერმანელი მეცნიერი კულტურული ძეგლის შენარჩუნებას ითხოვდა.
ჰანზენი საქართველოში ბოლნისის მუზეუმის გახსნისას აპირებს ჩამოსვლას, აგრძელებს სტუდენტებზე ზრუნვას და უნდა ახალი ექსპედიციების დაწყება.