ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზად მისი ნათესავები ექიმების დაუდევრობას ასახელებენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა ოპერაციის ჩატარება დააგვიანეს, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია, რის შემდეგაც სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამჟამად მომხდართან დაკავშირებით შიდა კლინიკური მოკვლევა მიმდინარეობს.