ამ წუთებში გენერალური პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. საგამოძიებო უწყების ეზოში კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დგას.
გენერალურ პროკურატურასთან რჩება ზაზა სარალიძეც. ის შეუძლოდ გახდა და ამ წუთებში მას პირველად დახმარებას სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ.
ის საგამოძიებო უწყებასთან დილიდან იმყოფება და მისი შვილის მკვლელობის საქმის პროკურორებთან შეხვედრას ითხოვს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ პროკურორები მას სამშაბათამდე არ შეხვედებოდნენ, ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყების ეზოში შეიჭრა, რომელიც მას მოგვიანებით იძულებით დაატოვებინეს. ზაზა სარალიძემ თვითდაზიანებებიც მიიყენა.