17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
ომბუდსმენი სპორტის მინისტრს ჭიდაობის ფედერაციაში გამოვლენილი დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდებს - ლომჯარია დათუნაშვილს შეხვდა 

სახალხო დამცველი ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ  მისგან ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირების ყველა მნიშვნელოვანი დეტალი მოისმინა.

ომბუდსმენის თქმით, მისი აპარატი  მომხდარს შეისწავლის და უახლოეს პერიოდში შესაბამის დასკვნასაც დადებს.

სახალხო დამცველი სპორტის მინისტრს ოფიციალურადაც მიმართავს, რათა უწყებამ ფედერაციაში გამოვლენილი დარღვევებიც შეისწავლოს და ეფექტური რეაგირება მოახდინოს.

„ინფრასტრუქტურული მდგომარეობის თვალსაზრისით, ფინანსების გამჭვირვალობასთან და განკარგვის მართებულობასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, ამიტომ მე მინდა მივმართო სპორტის მინისტრს, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰქონდეს ეს კონკრეტული შემთხვევა, იმიტომ, რომ ზურას უნდა მიეცეს მისი კარიერის სათანადო გაგრძელების შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად გაგრძელების საშუალება,“ - განცხადა ლომჯარიამ.

დღის ამბები