17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
გაირკვეს ვინ დაგეგმა ეს სპეცოპერაცია, ვინ გასცა ბრძანება, რა იყო მიზანი - ოპოზიცია მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს 

მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიცია ეხმაურება. საპარლამენტო უმცირესობა მზადაა, პანკისის სპეცოპერაციის და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებები, კომისიის ფორმატში შეისწავლონ.

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ვინაიდან საზოგადოებას, არც დაზარალებულის ოჯახს და არც არავის არ აქვს პასუხი რა იყო სპეცოპერაციის ჩატარების მიზანი, ზოგადად მიზეზი რა იყო ამ სპეცოპერაციის. ვინ გასცა ბრძანება, ვინ დაგეგმა ეს სპეცოპერაცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს და სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის საშუალება იმისა რომ საზოგადოებამ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღოს. როგორც ეს მოხდა სარალიძის საქმეში,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.

იდენტური პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობასაც". პარტიამ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტში გუშინ დააყენა. 

„ალბათ ერთი თის განმავლობაში პარლამენტმა მას უნდა უყაროს კენჭი. ახალი რეგლამენტით საჭიროა 50-მდე დეპუტატის მხარდაჭერა. 30 ვიცით რომ მხარს დაუჭერს მხარს და ჩვენ გვაქვს იმედი რომ შეაწუხებს უმრავლესობის წევრებს სინდისი და გამოჩნდება 20 წესიერი ადამიანი, რომელიც ამ სავალდებულო მინიმუმს დააკმაყოფილებს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები