02 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.

ვლადიმერ ბორცვაძემ კარიერი 2006 წელს, გენერალურ პროკურატურაში სტაჟირებით დაიწყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა  პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თანამდებობას , ასევე იყო ხაშურის რაიონული პროკურორი.

2013 წლიდან 2016 წლამდე ვლადიმერ ბორცვაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამავე დეპარტამენტის დირექტორი იყო.

2018 წლის აპრილში ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

დღის ამბები