19 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
„ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას... ეს იყო ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება,“ - განათლების მინისტრი კერზაიას საქმეზე საუბრობს

განათლების მინისტრი ია კერზაიას საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მინისტრის თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გენინსპექციის შესვლა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო და მასზე გავლენა არავის მოუხდენია.

„ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, მე ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი ვარ, მე ყველა იმ პროცესზე, რომელიც აქ მიმდინარეობს მე ვაგებ და ერთპიროვნულად ვაგებ ამაზე პასუხს, თავისთავად, რომელიც ამაში არსებობს. ამიტომ, აქ არანაირ პასუხისმგებლობის არც არიდებაზე არ არის საუბარი, არამედ, პირიქით, იმაზეა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, დასკვნა, რომელიც შეიძლება აქედან გამოვიდეს, მე ვაგებ ამაზე პასუხს იმიტომ, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო აქ მიღებული, ყველა ის წერილი, წუთებზე ლაპარაკობთ, მაგრამ მე ჩემს ანგარიშში ვილაპარაკე, მაგრამ თუ გაინტერესებთ დეტალური დრო, თუნდაც ეგ დრო, კითხვებს იწვევს, მე გავცემ ამაზე პასუხს, როგორ მიმდინარეობდა იგივე გადაწერა,“ - ამბობს მინისტრი.

განათლების მინისტრის თქმით, ის ზუგდიდის სკოლასა თუ ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„ეს იყო ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება და მე აბსოლუტურად იმ გადაწყვეტილებაზე ვაგებ პასუხს, რომელიც დღეს დგას ან ხვალ შეიძლება დადგეს. ამიტომ, არანაირ პასუხისმგებლობის არიდებაზე არ არის აქ საუბარი, არამედ ნებისმიერ, როგორც იქნება ზუგდიდის სკოლა, ან რეფორმის ნებისმიერი კომპონენტი,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა ოპოზიციის დეპუტატების კითხვასაც უპასუხა, რომელიც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არსებულ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით ანონიმური წერილის მიღებისთანავე გენინსპექციის გაგზავნაზე თანხმობის გაცემას შეეხებოდა.

„არანაირი თანამშრომელი არ ყოფილა არა სამინისტროსი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ან მარტო ვიყავი, ალბათ 90 პროცენტი, შეიძლება არ მახსოვდეს იმ წუთას, შეიძლება ბევრი თანამშრომელი, შეიძლება კაბინეტში შემოდის, როდესაც ხდება იგივე წერილების გადაწერის პროცესი. „ოდეერი“ არ იყო პირდაპირ გეუბნებით,“ - აღნიშნა მინისტრმა.

დღის ამბები