როდის განაახლებს მუშაობას შეწყალების კომისია და ვინ იქნებიან მისი წევრები, ამ დრომდე უცნობია. 6 თვეა შეწყალების კომისია არ შეკრებილა, ათასზე მეტი პატიმარი კი სასჯელის გადახედვას ელოდება.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჯერ კომისიის კონცეფციაზე მუშაობენ და შესაბამისად შეკრების ვადები გაწერილი არ არის.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. კონცეფციის მომზადების შემდეგ, დაიწყება მუშაობა უშუალოდ კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით. ეს იქნება სრულიად ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული ახალი მოდელი. მესმის პატიმრების წუხილი, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შემუშავდეს ისეთი კონცეფცია, რომელიც სრულად უპასუხებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ყველაზე აქტუალურია,“-ამბობს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.