17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
მართვის მოწმობების შეცვლასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მართვის მოწმობის კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სერვისცენტრები დღეიდან პირველ მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადიან.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე – 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათს – 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

შინაგან საქმეთ სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა მართვის მოწმობის სავალდებულო შეცვლასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი განცხადებით, მართვის მოწმობის შეცვლა არ უწევთ „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს.  ასევე აღნიშნული გარემოება არ ეხება “BC”, “BD” და “BCD” კატეგორიებს, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მართვის მოწმობას მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების სამართავად იყენებს.

დღის ამბები