ავტოსაგზაო შემთხვევა თავისუფლების მოედანზე - დაშავებულია ერთი მოზარდი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, დაშავებულია ერთი მოზარდი. ის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.