22 ივნისი 2024,   00:07
ვრცლად
ვაშინგტონი და ფხენიანი ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტის დეტალებს ათანხმებენ

ოფიციალური ვაშინგტონი და ფხენიანი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის რიგით მეორე სამიტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

ჩრდილოეთ კორეაში შეერთებული შტატების ელჩი სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

მხარეებმა მოლაპარაკებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და დაადასტურეს, რომ თვის ბოლომდე ელჩები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის მეორე სამიტი 27-28 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქში გაიმართება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან მოლაპარაკებებს მოუთმენლად ელის.   

დღის ამბები