09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰავანაში ჩავიდა

კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების შესაძლო მოგვარების ფონზე, ჰავანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა.

სერგეი ლავროვი კუბის პრეზიდენტს რაულ კასტროს შეხვდა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ემბარგოზე ესაუბრა.

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და ჰავანა ცივი ომის შემდეგ დაწყებული უთანხმოების მოგვარებას და დიპლომატიური კავშირების აღდგენას აპირებდნენ.

სერგეი ლავროვი პირველი ოფიციალური პირია რუსეთიდან, რომელიც კუბაში ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ ჩავიდა.

დღის ამბები