ბედნიერების ქანდაკება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში - შვიდმეტრიანი ბრინჯაოს ქმნილება პროფესორმა არსენ გვენეტაძემ მას შემდეგ დადგა, რაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხა, ახალი სიცოცხლე იპოვა და მიხვდა, რომ ბედნიერია.
სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში განთავსებული ქანდაკება კი მსჯელობის საგანი გახდა.
ქანდაკებები მისი სუსტი წერტილია. უყვარს, როდესაც უსულო საგნებით მისი სულიერი მდგომარეობის გადმოცემა შეუძლია. გინეკოლოგია მისი ძირითადი პროფესიაა. ძეგლი დადგა მათთვის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს და რა მნიშვნელობა აქვს, რის გამო, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ უბედურია, უნდა, ხალხს აჩვენოს, რომ ბედნიერება აქ არის.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, მდგარი ბედნიერების ქანდაკება ერთადერთი არ არის. ჯერ მისი მცირე ანალოგი პროფესორმა მოქანდაკეს მისი კაბინეტისთვის დაამზადებინა, როდესაც მიხვდა, რომ მზის ბრინჯაოს სხივები ბედნიერებას ნამდვილად ასხივებდა, გადაწყვიტა, სხვებისთვისაც გაეზიარებინა.
ბედნიერების ქანდაკების შემდეგ ამ ქმნილების ავტორი - ცნობილი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე, ახლა უკვე ბედნიერ ქალს ჭედავს. ბედნიერების ძეგლზე არსენ გვენეტაძესთან ერთად იმუშავა, ცნობილი მოქანდაკე ერთადერთია, ვინც პროფესორ გვენეტაძის ვერბალურად გადმოცემულ იდეებს რეალობად აქცევს.
საქართველოში ბედნიერების პირველ პროფესორს კიდევ ბევრი გეგმა აქვს.