22 ივნისი 2024,   14:58
ვრცლად
პრინცმა ფილიპმა მართვის მოწმობა ნებაყოფლობით დათმო

პრინცმა ფილიპმა მართვის მოწმობა ნებაყოფლობით დათმო. ბუკინგემის სასახლის ცნობით, დედოფალ ელისაბედის მეუღლემ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ, ნორფოლკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიიღო.

97 წლის პრინცმა ფილიპმა, რომელიც მანქანას თავად მართავდა, ავარიის გამო ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ორი დღის შემდეგ მან პოლიციისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო ავტომობილის უსაფრთხოების ღვედის შეკვრის გარეშე მართვისთვის. ედინბურგის პრინცმა მართვის მოწმობა პოლიციას ნებაყოფლობით გუშინ ჩააბარა. 
 

დღის ამბები