09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
მაღალჩინოსნების დაკავება უკრაინის მთავრობის სხდომაზე

მაღალჩინოსნების დაკავება უკრაინაში მთავრობის სხდომაზე.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე პირდაპირ სხდომათა დარბაზში, პრემიერისა და მინისტრების თვალწინ დაპატიმრეს.

ისინი სახელმწიფო შესყიდვებისას დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მიტაცებაში არიან ეჭვმიტანილი.

მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ დარბაზში შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და მთავრობის წევრებს დაპატიმრებულების თანამდებობებიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

გარდა ამისა, არსენი ავაკოვმა უკრაინის ყველა რეგიონში მოქმედი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელი პირების გათავისუფლების ინიციატივაც წამოაყენა.

დღის ამბები