17 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
ილიაუნის სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ

ილიაუნის სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ. გიგა ზედანიას ვადა დღეს საღამოს 10 საათამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები ამბობენ, რომ შიმშილობას დაიწყებენ.

რექტორის გათავისუფლება სტუდენტებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გიგა ზედანიასთან შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. ისინი ბიზნესსკოლის ცალკე ფაკულტეტად აღდგენასა და დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვდნენ.

ახლა კი მთავრი მოთხოვნა გიგა ზედანიას გადადგომაა. სტუდენტები ფიქრობენ, რომ რექტორი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს, რამაც სასწავლებელში კრიზისი შექმნა. ისინი განათლების მინისტრს მოუწოდებენ მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებისკენ.

დღის ამბები