19 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
მიუნჰენში 55-ე უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა - შეხვედრას საქართველოს დელეგაციაც ესწრება

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და ტრანსატლანტიკურ გამოწვევებზე სასაუბროდ მიუნჰენში შეიკრიბნენ. სასტუმრო „ბაიერიშერ ჰოფში“ უსაფრთხოების რიგით 55-ე კონფერენცია გაიხსნა. შეხვედრას სტუმართა რეკორდული რაოდენობა ესწრება.

შეხვედრის პირველივე დღეს კრიტიკის ობიექტი რუსეთი და კრემლის პოლიტიკა იყო. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა მისასალმებელ სიტყვაში მოსკოვი არაერთხელ ახსენა და საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.

მიუნჰენის კონფერენციის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საშუალო და ახლო რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებაა, რომლის დარღვევაშიც დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს. სწორედ ამ მიზეზის გამო გავიდა ხელშეკრულებიდან შეერთებული შტატებიც.

კონფერენციას საქართველოს დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ესწრება. მამუკა ბახტაძე ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. პირველი მოლაპარაკება ამერიკელ სენატორებთან შედგა. პარტნიორი ქვეყნის კანონმდებლები აცხადებენ, რომ კონგრესში საქართველოს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

უკვე დაგეგმილია, რომ კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი შეერთებული შტატების თავდაცვის ახალ მდივანს, პეტრიკ შენაჰანს შეხვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები