22 ივნისი 2024,   14:40
ვრცლად
ჰიზარ ნოიერტმა გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე უარი თქვა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის პოსტის დაკავებაზე უარი თქვა.

ჰიზარ ნოიერტმა კანდიდატურა ოჯახური მიზეზების გამო მოხსნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნოიერტმა პრეზიდენტს ნდობისთვის და თანამდებობაზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

გავრცელებული ცნობით, მისი გადაწყვეტილება შვილების აღმზრდელს უკავშირდება, რომელსაც შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზა არ ჰქონდა.

გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენლის პოსტი 31 დეკემბრიდან, ნიკი ჰეილის გადადგომის შემდეგ, ვაკანტურია.

დონალდ ტრამპი თანამდებობაზე ახალ კანდიდატურას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაასახელებს.  

დღის ამბები