ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აგრძელებს.
დღეს სოფლის მოსახლეობა იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც უახლოეს ხანებში რეგიონული მასშტაბის ნაგავსაყრელის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
ადგილობრივების თქმით, თუ ხელისუფლება უარს არ იტყვის განზარხვაზე, მათი პროტესტი უკიდურეს ფორმებს მიიღებს და აქციებიც უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
დღეს ჭოგნარელებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა, ამისი საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.