17 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამა საქართველოში - დაავადებისგან განკურნება უფასოდ არის შესაძლებელი 

C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ვირუსზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მკურნალობა უფასოა. 2015 წლიდან ამერიკული კომპანია გილიადა მედიკამენტებს საქართველოს უსასყიდლოდ უგზავნის.

არასტერილური და დაინფიცირებული ჰიგიენის ნივთები, ინფიცირებული ადამიანის სისხლის გადასხმა, დაუცველი სქესობრივი კავშირი დაინფიცირებულ პირთან - ვირუსის გადაცემის გზები ხდება. C ჰეპატიტი ადამიანის სისხლით ღვიძლამდე აღწევს და მისი ჯანმრთელი უჯრედების დაზიანებას იწყებს, ადამიანს უვითარდება ციროზი ან ღვიძილის კიბო. დაავადება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ საჭიროა ადრეული დიაგნოსტიკა.

კვლევების მიხედვით, 2015 წელს საქართველო C ჰეპატიტით დაინფიცირებულების მაჩვენებლით ეგვიპტესა და მონღოლეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა. 150 ათასი ადამიანიდან 2015 წელს მკურნალობა 6000 ადამიანმა დაასრულა.

გილიადის წარმოებულ პრეპარატ ჰარვონის 12-კვირიანი მკურნალობის კურსის ფასი ამერიკაში 94 500$, კანადაში 80 000 დოლარი, საფრანგეთში 48 000 ევრო, ხოლო საქართველოში - უფასოა.

უკვე სამი წელია, ქვეყანაში "ჩუმი მკვლელისგან" თავის დაღწევა უსაფრთხო და რაც მთავარია, განკურნებისთვის საჭირო მედიკამენტები სრულად უფასოა.

 

 

 

ავტორი: ნანა სისვაძე 

 

დღის ამბები