17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

საპარლმენტო უმცირესობა  საბანკო სესხებზე ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების ნეგატიური გავლენა უკვე სახეზეა.  

ოპოზიციის შეფასებით, რეგულაციებმა საერთო მოხმარების დონე ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა. ამ ყველაფერმა კი, ეკონომიკის ზრდის ტემპზე და დასაქმების პრობლემაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

„ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნააა, პირველი, პარლამენტში დღეს არსებული რეგლამენტის და ფორმატის ფარგლებში მობრძანდეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ჩააბაროს ანგარიში პარლამენტს და საზოგადოებას, რა შედეგები მოიტანა მის მიერ შემოღებულმა საბანკო რეგულაციების შეზღუდვამ. მეორე, გაუქმდეს შემოღებული რეგულაციები, ჩვენ ოფიციალურად ვაყენებთ ამ საკითხს. გაუქმდეს ეს რეგულაციები, ვინაიდან, ეს შეზღუდვა ემსახურება არა ჭარბვალიანობის აღმოფხვრას, არამედ ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკის შეჩერებას, უმუშევრობის ზრდას და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუარესებას,“- განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები