17 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
გუდამაყრელები ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობას პარლამენტთან აპროტესტებენ

გუდამაყრელები პარლამენტთან შეიკრიბნენ და ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. მშენებლობის დაწყება ხეობაში გაზაფხულზე იგეგმება.

ჰესების შესახებ მომზადებული კანონპროექტები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უნდა განხილულიყო, თუმცა მსჯელობა გადაიდო. კანონში კი ცვლილება შედის, რაც ჰესის მშენებლობას დასაშვებს ხდის დაცულ ტერიტორიებზე.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ხელმოწერებსაც აგროვებენ. 

"გვინდა, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღონ, რადგან დაცულ ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობა დაუშვებელია, ჩვენი აზრით. ჩვენ ასევე ხელმოწერებს ვაგროვებთ გუდამაყრის ხეობაში მცხოვრებლებისგან, რომლებიც არ ეთანხმებიან ჰესების მშენებლობას და ასევე ონლაინპეტიცია გავაკეთეთ, სადაც საქართველოს მოსახლეობაც, ვინც ეწინააღმდეგება ჰესებს მოაწერენ ხელს," - განაცხადა ხატია სუხაშვილმა.

დღის ამბები