17 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
მოშიმშილე სტუდენტები აკადემიურ საბჭოს შეხვდნენ - ახალგაზრდები სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ  

მოშიმშილე სტუდენტების და ილიას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, დეტალებს მოშიშმილე სტუდენტებს აცნობს. სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკუდებული, შეწყვეტენ თუ არა ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას.

სტუდენტები მსჯელობენ, როგორი იქნება მათი სამომავლო სტრატეგია და გააგრძელებენ თუ არა რექტორის კაბინეტთან შიმშილობას.  

რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც მოშიმშილე სტუდენტების და სასწავლებლის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა, სტუდენტებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი შეხვედრით კმაყოფილები არიან. 

შეხვედრზე სტუდენტებმა აკადემიური საბჭოს წევრებს ცალკე ფაკულტეტის შექმნა შესთავაზეს, სახელწოდებით - ბიზნესისა და ტექნოლოგიები. სტუდენტები სასწავლებლის ხელმძღვანელობას ორი კვირიან ვადას სთავაზობენ, იმისთვის, რომ მათი მოთხოვნა განიხილონ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ სტუდენტებთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. მისი თქმით, განიხილეს საკითხები, რომელზეც შეთანხმება შესაძლოა, რომ მოხდეს.

„შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც შეთანხება სრულად შესაძლებელია, რომ მოხდეს. ეს არის მაგალითად, სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში ახალშექმნილ ფაკულტეტზე. ასევე ვთქვით, რომ ცალკე ჯგუფი შეიქმნება სტუდენტური რეფორმების, რომელიც იმუშავებს წესდებაში ცვლილებებზე, უნივერსიტეტის დონეზე,“ - განაცხადა გიგა ზედანიამ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

 

დღის ამბები