28 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
TBC ბანკის დამფუძნებლები დუმილს არღვევენ - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბრალდებებზე ისაუბრეს

TBC ბანკის დამფუძნებლები დუმილს არღვევენ. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ის მზად არის სამართლებირივი ბრძოლა გააგრძელოს და ყველა სადაო დოკუმენტი საჯარო გახადოს.

„ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს.

"როგორც თქვენთის ცნობილია, TBC ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე რეგულატორის გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება. ველდოებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე.

"რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით - კატეგორილად უარვყოფ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადჰყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის DENTONS-ის დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს, არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთან კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთან კავშირიც კი არ აქვს.

მზად ვართ, იურიდიული დასკვნა და ასევე 2007-2008 წლის ამ კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა  დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს.

"ასევე მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩეული იქნას, თქვენ მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, NGO-ები, საბჭოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების მართვიდან ჩამოშორება გასულ კვირას სპეციალური წერილით მოითხოვა.

კომპანიის დამფუძნებლების წინააღმდეგ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, საგამოძიებო უწყება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, მამუკა ხაზარაძესთან ბიძინა ივანიშვილს პირადი დავა აქვს.

მათი აზრით, ხაზარაძე ივანიშვილისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ანაკლიის პორტი, ივანიშვილის მიზანი სწორედ ამ პროექტის ხელში ჩაგდებაა, რაც თავის მხრივ რუსეთის ინტერესებსაც წარმოადგენს.

დღის ამბები