17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"საბჭოს წევრი ორღობის ჭორებს არ უნდა ავრცელებდეს" - ხმაური და კოლეგების პირადი ქონების განხილვა ისუტიციის საბჭოს სხდომაზე

იუსტიციის საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომაზე ანა დოლიძე მკაცრად გააკრიტიკეს. დაპირისპირების მიზეზი კი "შაბათის კურიერში" მოსამართლეთა ქონების შესახებ გასულ რეპორტაჟზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის ქონებრივი დეკლარაცია წაიკითხეს და მათ განმარტებები მოსთხოვეს.

„გავხსენი თქვენი ორივესი ქონებრივი დეკლარაცია. ქალბატონ ნაზიბროლას აქვს ერთი ბინა, ორი მიწის ნაკვეთი და ორი კერძო სახლი. სესხი 13 ათასი ლარი და 5000 ათასი ლარია მითითებული სამომხმარებლო. აი საიდან იყიდეთ, მეც მიჩნდება ეს კითხვა? ქალბატონ ანას აქვს ბინა და აქვს კერძო სახლი, თუმცა მას აქვს 139 ათასი ლარი სესხის სახით არებული, ისე როგორც რევაზ ნადარიაიას, ისე როგორც იმ სიაში ჩამოთვლილ ხალხს, მერაბ გაბინაშვილია თუ ვინც არის,“-განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

ხმაურიან სხდომაზე საბჭოს წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებებს "ჭორაობა" უწოდეს.

"საბჭოს წევრი ორღობის ჭორებს არ უნდა ავრცელებდეს. მეტს არ გეტყვით ქალბატონო ნაზი და ქალბატონო ანა. ქალბატონო ანა ჩემი მეგობრის კორპუსში  თქვენ ყიდულობდით 300 ათას დოლარად, ვერაზე, ფიქრის გორაზე სხვენს. მანდ სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე?"-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

თავად ნაზი ჯანეზაშვილმა კოლეგების განცხადებებს "არასერიოზული" უწოდა. მისი თქმით საზოგადოება დაინტერესდა მოსამართლების ქონებით და  ამიტომ მათ პასუხები უნდა გასცენ.

„თქვენ არ გაინტერესებთ საერთოდ რას ფიქრობს საზოგადოება საერთოდ სასამართლოს  შესახებ. ის სიუჟეტი, რომელიც გავიდა, თქვენს ადგილზე სოლიდური მოსამართლე დაწერდა განცხადებას და აღწერდა რეალურად რაშია საქმე და ასე გასცემდა პასუხს,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები