17 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - „შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟი დაძაბული სხდომის მიზეზი გახდა

"შაბათის კურიერის" რეპორტაჟმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი შეცვალა. საკითხი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ინიციატივით დაემატა. საბჭოს მოსამართლე წევრი, რომელიც რეპორტაჟის ერთ-ერთი გმირი იყო, სიუჟეტის შინაარსთან ერთად, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის კომენტარებმა გააღიზიანა. მოსამართლეთა ქონების წარმომავლობაზე გამოძიების მოთხოვნა მოსამართლე გვრიტიშვილმა სასამართლოს დისკრედიტაციად შეაფასა.

რეპორტაჟი მოსამართლეების სახლების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. “კურიერმა“ გადაიღო და აჩვენა სახლები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი და მოქმედი წევრების სახელზეა გაფორმებული. 

„შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შინაარსის განხილვა საბჭოს წევრებს აღარ გაუგრძელებიათ. მოსამართლეების კრიტიკის ობიექტები ძირითადად მათი არამოსამართლე კოლეგები იყვნენ.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ამტკიცებენ, რომ მათი ქონება კანონიერი გზებით არის მოპოვებული. ამიტომ, მათთვის გაუგებარია, რა საფუძვლით ითხოვს არამოსამართლე წევრი „რუსთავი 2“-ის რეპორტაჟის საფუძველზე გამოძიების დაწყებას. მოსამართლე წევრებმა კოლეგებს დღეს მათი ქონებებზეც მიუთითეს.

მოსამართლე წევრები არ გამორიცხავენ რომ „შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟს სამართლებრივი მსვლელობა თვითონაც მისცენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სასამართლოს ნაცვლად, საზოგადოებას სპეციალური განცხადებით მიმართონ და მათი ქონების წარმომავლობაზე დეტალური განმარტება იქ გააკეთონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები