22 ივნისი 2024,   00:07
ვრცლად
ეგვიპტის დედაქალაქში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ეგვიპტის დედაქალაქში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც მას სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 3 პოლიციელი. დაჭრილებს შორის სამოქალაქო პირებიც არიან.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს სამართალდამცველები პოლიციის პატრულზე თავდასხმის მცდელობას იძიებდნენ, თვითმკვლელი ტეროტრისტი კი ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

დღის ამბები