22 ივნისი 2024,   00:21
ვრცლად
16 შტატის კოალიცია ტრამპს სასამართლოში უჩივის

16 შტატის კოალიცია დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივის. მიზეზი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდა.

ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა მომჩივანმა მხარემ პრეზიდენტის დღეს დაამთხვია.

კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორის განცხადებით, კოალიციამ სასამართლოს დონალდ ტრამპის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შეჩერების მიზნით მომართა.

ბრძანება შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ დონალდ ტრამპმა 15 თებერვალს მას შემდეგ გასცა, რაც მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებზე კონგრესისგან უარი მიიღო. 

დღის ამბები