21 ივნისი 2024,   23:58
ვრცლად
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - სენატორი ბობ მენენდესი კრემლისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს

დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი კრემლისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს.

ამის შესახებ სენატორმა ბრიუსელში, მარშალის ფონდის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, განაცხადა.

45-წუთიან სიტყვაში მან მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა და ძირითადი ყურადღება სწორედ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს დაუთმო.

„ევროპაში არსებობს სხვადასხვაგვარი ხედვა იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა დაწესებული კრემლის წინააღმდეგ სანქციები. მე მხოლოდ გთხოვთ, გადავხედოთ ფაქტებს იმის დასადგენად, არის თუ არა ამის საჭიროება. ესენია: თავდასხმა 2016 წლის არჩევნებზე შეერთებულ შტატებში; ქიმიური იარაღის გამოყენება გაერთიანებულ სამეფოში; მუდმივი თავდასხმები აღმოსავლეთ უკრაინაში და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა ქერჩის სრუტეში. აგრესია რუსეთის საზღვრებს გარეთ და რეპრესიები ქვეყნის შიგნით; ბაშარ ალ ასადის მასიური მკვლელობების მხარდაჭერა სირიაში, რამაც ევროპაში მიგრანტების კრიზისი გამოიწვია. ასევე, ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში ჩარევის საფრთხე; საშუალო და მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დარღვევა. მოსკოვი გააგრძელებს ზეწოლას მანამდე, სანამ ნამდვილ წინააღმდეგობას არ შეხვდება,“ - განაცხადა ბობ მენენდეს.

მისივე თქმით, ნატოში გაწევრიანება მთელი რიგი სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს, თუმცა, სენატორი ამბობს, რომ ის მომხრეა ნატოს გაფართოების. 

 

დღის ამბები