21 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
„დიდი სურვილი მექნებოდა, გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისაგან" - ცქიტიშვილი TBC ბანკის საქმესა და ანაკლიის პორტის პროექტზე

TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივი დავასა და ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტებს შორის კავშირს ვერ ხედავს საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ "თიბისი ბანკის" საქმე კონკრეტულ საკითხზე დაწყებული გამოძიებაა.

„დიდი სურვილი მექნებოდა, გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისაგან. ერთია ანაკლიის პროექტის მშენებლობა და ამ მიმართულებით, როგორც კონსორციუმის, ასევე საქართველოს მთავრობის, რამდენიმე ძირითადი სტრუქტურის მიერ აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია და დახმარება და მხარდაჭერა ამ პროექტის. მეორე მხრივ, ის კვლევა და საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება TBC ბანკთან დაკავშირებულ გარიგებას,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მამუკა ხაზარაძემ კი გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს სერიოზული პრობლემები იმ სამართლებრივი დავის გამო შეექმნა, რომელიც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით დაიწყო.

ხაზარაძის განცხადებით, ის მზად არის, ყველა დოკუმენტი გაასაჯაროოს, რაც აღნიშნულ ტრანზაქციას უკავშირდება. მას პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა მიანიშნა, რომ მის მიმართ დაწყებული აბსურდული სამართლებრივი დავა მიზნად ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას ისახავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები