09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
უკრაინაში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ უკრაინაში სამგზავრო ავტობუსი აფეთქდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ქალაქ გორლოვკაში მომხდარი ფაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 19 კი მძიმედ დაშავდა.

პოლიციის ცნობით, ყველა დაღუპული ქალია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, სამგზავრო ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა.

ავტობუსში, რომელიც ქალაქ არტემოვსკიდან გორლოვკაში მიემგზავრებოდა, 26 ადამიანი იჯდა. გავრცელებული ცნობით, მძღოლმა სასაზღვრო პუნქტისთვის გვერდის ავლა სცადა, რის გამოც გზიდან გადავიდა და დანაღმულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ამ დროისთვის საავადმყოფოში 13 ადამიანია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

 

 

 

დღის ამბები