ივნისში ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს „ქართული მარშის“ წევრები ეხმაურებიან. სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ლგბტ ადამიანებს ისინი ღონისძიებების გამართვის უფლებას არ მისცემენ.
როგორც ბრეგაძე ამბობს, მან თბილისის მერიას უკვე მიმართა იმისათვის, რომ ივნისში „ქართული მარშის“ წევრები თბილისის 5 მთავარ გამზირს დაიკავებენ.
„ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მშვიდობიანები და ჩვენ არავის თმის ღერსაც არ ჩამოვუგდებთ. თუ ვინმე დაგვესხმება თავს, ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ დაგვიცავენ... მათი ადგილი ყველასი არის გლდანის ნაგავსაყრელზე და ჩაატარონ გლდანის ნაგავსაყრელზე... პრაიდს კი არ ვაპროტესტებთ, ჩვენ ვაპროტესტებთ აღლუმს. ამას არ დავუშვებთ. საქართველოში გეი აღლუმი ვერასოდეს ვერ ჩატარდება,“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.